მთავარი,სიახლეები

აბორტი საქართველოში 3825-მა თინეიჯერმა გაიკეთა ბოლო 5 წლის განმავლობაში | საქსტატი

12.02.2021 • 3660
აბორტი საქართველოში 3825-მა თინეიჯერმა გაიკეთა ბოლო 5 წლის განმავლობაში | საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 3825 – მა თინეიჯერმა [13-დან 19 წლამდე პირმა]  გაიკეთა აბორტი.

მათგან, ამავე პერიოდის კვლევით:

აბორტი გაიკეთა 15 წლამდე ასაკის 29 გოგომ.

2018, 2019 წლებში 15 წლამდე ასაკის გოგოებში აბორტის შემთხვევები საქსტატის კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა, თუმცა აბორტი გაიკეთა:

  • 2015 წელს – 9 მოზარდმა
  • 2016 წელს – 19-მა მოზარდმა
  • 2017 წელს – 1-მა მოზარდმა

ხუთი წლის განმავლობაში 15-დან 19 წლამდე ასაკის 3796-მა თინეიჯერმა გაიკეთა აბორტი ამავე პერიოდში. წლების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • 2015 წელს – 1321-მა თინეიჯერმა
  • 2016 წელს – 919-მა თინეიჯერმა
  • 2017 წელს – 596-მა თინეიჯერმა
  • 2018 წელს – 510-მა თინეიჯერმა
  • 2019 წელს – 450-მა თინეიჯერმა

საქართველოში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება.  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან.

საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: