მთავარი,სიახლეები

ბოსტნეული, ხილი, ყველი, ზეთი იანვარში 4-6 %-ით გაძვირდა – საქსტატი ინფლაციაზე

04.02.2021 • 1648
ბოსტნეული, ხილი, ყველი, ზეთი იანვარში 4-6 %-ით გაძვირდა – საქსტატი ინფლაციაზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.1 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.8 % -ია.

საქსტატის მიხედვით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის მატებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (6.1 %), ხილი და ყურძენი (4.4 %), ზეთი და ცხიმი (4.3 %), რძე, ყველი და კვერცხი (4.0 %), თევზეული (1.1 %).

 სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით:

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას,  ამ მაჩვენებელზეც ყველაზე დიდი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 %), თევზეული (10.4%), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 %), პური და პურპროდუქტები (7.5 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.6 %). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 %);

ჯანმრთელობის დაცვა: 

ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 %) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8-პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (26.7 %), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.5 %), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 %), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 %), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.6 %), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (7.1 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო:

ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 %);

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის იანვრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:

 

ასევე, იხილეთ ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი წინა წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: