მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს

19.01.2021 • 1717
ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში კი – 10-15 სანტიმეტრს.

როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია მუნიციპალიტეტში.

„ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს და გადაადგილებაც შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით,“- ამბობს ხულოს მერი.

მისივე თქმით, დღეს ხულოში დაიწყება შიდასასოფლო გზების გაწმენდა და ასევე, გზების გაწმენდა ღორჯომი-დიდაჭარისა და გოდერძის მიმართულებით.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ თოვლის საფარი შედარებით დაბალია – 20-30 სანტიმეტრი დაბაში, მაღალმთიან სოფლებში კი – 50 სმ.

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია.

ხულოში თოვლის საფარი 60 სმ-ს აღწევს

„სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება. თუმცა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია.

ადმინისტრაციულ ერთეულებამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს წმენდს თოვლისგან, ამ დროისთვის სამუშაოები ხეობების მიმართულებით მიმდინარეობს.  მუშაობს 13 ერთეული ტექნიკა,“ – აცხადებენ შუახევის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტში არ გამოვლენილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: