მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებს 50%-იან დანამატს კოვიდკლინიკების მედპერსონალი – სამინისტროს განმარტება

10.12.2020 • 2032
როდის მიიღებს 50%-იან დანამატს კოვიდკლინიკების მედპერსონალი – სამინისტროს განმარტება

„მედპერსონალი, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ხელფასებზე 50 %-იან დანამატს დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში.

სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 7 ოქტომბერს ისაუბრა. გუშინ კი ბათუმის რამდენიმე კლინიკაში მომუშავე ექთანმა მოგვწერა, რომ „არ მიუღიათ ეს დანამატი, რის შესახებაც ორი თვის წინ ასევე პრემიერმა გახარიამ განაცხადა“.

ექთნის თქმით, ვერც კლინიკების ხელმძღვანელობისგან იღებენ ინფორმაციას დანამატს შესახებ, რადგან ეს არც მათ იციან.

„საერთოდ არც ერთი კატეგორიის პერსონალს არ მიუღია არანაირი დანამატი… ყველა კლინიკას თავისი ტარიფი აქვს, საათში ზოგი 4 ლარს იხდის [ექთნის ანაზღაურება], ზოგი 5  ან 6 ლარს,“ – მოგვწერა ექთანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაპირებულ დანამატს ექიმებიც ისევე ელიან, როგორც ექთნები და სანიტრები.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, დანამატები 2020 წლის პირველი ნოემბრიდან აითვლება და ამ ეტაპზე ყველა კლინიკიდან ელოდებიან შესრულების დაზუსტებულ ანგარიშებს.

„ამ ანგარიშების სრულად წარმოდგენის შემდეგ ჩაერიცხება სამედიცინო პერსონალს დანამტები, ეს ეხება ყველა კატეგორიას,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

___

მთავარი ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: