მთავარი,სიახლეები

ქედაში 104 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

08.12.2020 • 2504
ქედაში 104 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კოვიდი დაამარცხა.  როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში  ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა.

„სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა  სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდი დაამარცხა,“ – ამბობს ლეილა ბოლქვაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: