მთავარი,სიახლეები

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს

17.11.2020 • 1809
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს,” –  ნათქვამია  კლინიკის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: