მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 14 ადამიანი

11.11.2020 • 874
კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 14 ადამიანი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 11 ნოემბერს რეგიონში ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

11 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქტიური ინფიცირების შემთხვევა 16 158-ია. გაზრდილია სიკვდილიანობა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

2 911 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით  ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469, ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.

აჭარაში  მდებარე საავადმყოფოებში 787 პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტად 111 ადამიანი მიიჩნევა, რომელთაგან 105 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მონაცემებით 24 საათში 2 421 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 49 811-მდე გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: