მთავარი,სიახლეები

ქვეყნის 7 ქალაქში კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები დაიხურება – მთავრობა

07.11.2020 • 1224
ქვეყნის 7 ქალაქში კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები დაიხურება – მთავრობა

საქართველოს 7 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 9 ნოემბრიდან საბავშვო ბაღები დაიხურება. შეზღუდვა ეხება როგორც  საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა რიგ შეზღუდვებს აწესებს მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, რაც მარშუტკებსა და ავტობუსებში  მგზავრთა ნაკადის გაკონტროლებას გულისხმობს.

“იგივე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის  რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს  ადამიანების რაოდენობა. თუმცა აქვე მინდა  აღვნიშნო, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული,” – თქვა მაია  ცქიტიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა რომ ამავე შვიდ ქალაქში 9 ნოემბრიდან საღამოს ათი საათიდან დილის  ხუთ საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: