მთავარი,სიახლეები

ოპოზიცია ბათუმში 300-ზე მეტ ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს

06.11.2020 • 1087
ოპოზიცია ბათუმში 300-ზე მეტ ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს

გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმის #79-ე ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების 300 – მდე ოქმს სასამართლოში ასაჩივრებს.

ბათუმის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმში ჯამში 11 665 ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა, 3478  ბიულეტენი კი დაკარგულად ითვლება:

„ამ ბიულეტენების ბედი რომ ვიცოდეთ, არჩევნების შედეგი გვექნებოდა სხვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად შევიტანოთ  სარჩელი. მართალია, აქედან რომელიმე შემაჯამებელი ოქმი თითქოს არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, მაგრამ თუ ერთს ორს დავამატებთ ან სამს, საერთო ჯამში  ეს ახდენს გავლენას შედეგებზე“.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია – „ლელო“ ბათუმში 12 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების გაბათილებას ითხოვს სასამართლოში.

სასამართლომ საჩივრები ორი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: