შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 337 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1437 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.
ქვეყანაში ბოლო სამ თვეში ავტოავარიის შედეგად დაშავდა 2022 და დაიღუპა 134 ადამიანი. აქედან, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე ავტოავარიით დაღუპულთაგან 37 ადამიანი ქვეითი იყო. ავტოავარიის შედეგად ბოლო სამ თვეში 7 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით – 17 ბავშვი. მათი ასაკი 0-დან 16 წლამდე იყო.
___________
ფოტოზე: ავარია ქობულეთში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან