ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ შეამცირა მთავრობამ 7 მილიონით აგრობარათების პროგრამა

30.10.2020 • 1907
რატომ შეამცირა მთავრობამ 7 მილიონით აგრობარათების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი, რომლიც ფერმერთა დახმარებას ითვალისწინებს, მთავრობამ 37 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე შეამცირა. მთავრობის დადგენილება პროგრამის დაფინანსების 7 მილიონი ლარით შემცირებაზე დღეს, 30 ოქტომბერს ამოქმედდა.

ეს სახელმწიფო პროგრამა გარკვეული კატეგორიის ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვას, ასევე საწვავის დაფინანსებას ითვალისწინებს და ის 2020 წლის მაისიდან მოქმედებს. პროგრამას სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

„დღევანდელი მდგომარეობით პროგრამისთვის 22 მილიონამდე ლარია გახარჯული, ასე რომ, ჩვენი გათვლებით იანვრამდე 8 მილიონზე მეტის ათვისება არ იქნება, შესაბამისად, წელს დაფინანსება შემცირდა და ის 7 მილიონი სხვა პროგრამებს მოხმარდება. თუმცა, პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისთვის ქულების დარიცხვა 2021 წლის მაისამდე გაგრძელდება. იმ მიწის მესაკუთრეთა ბაზის მიხედვით, რაც საჯარო რეესტრმა მოგვაწოდა, პროგრამისთვის მთლიანობაში 47 მილიონზე მეტი ლარია საჭირო, ამიტომ თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული“, – გვითხრა პროგრამის მენეჯერმა ლევან უროტაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის 20 მაისამდე გაგრძელდება, როგორც ქულების დარიცხვა [ვისაც არ დარიცხვია] ასევე, უკვე დარიცხული ქულების გამოყენების ვადაც.

პროგრამის მიხედვით, 1 ჰექტარზე სუბსიდია 200 ლარია [200 ქულა].

თავდაპირველად მიწის თანამესაკუთრეების ბანკში ყველას ერთად მისვლა იყო საჭირო, რომ აგრობარათი აეღოთ. ეს წესი ივლისში შეიცვალა.

სხვა დეტალების სანახავად გადადით ბმულზე:

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

გადაბეჭდვის წესი