მთავარი,სიახლეები

1 საათით გასვლის უფლება სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში – შეზღუდვები საფრანგეთში

30.10.2020 • 5170
1 საათით გასვლის უფლება სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში – შეზღუდვები საფრანგეთში
საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ შინიდან მხოლოდ 1 საათით გავიდნენ და მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში იმოძრაონ.
გადაადგილებისას ყველამ სპეციალურად შემუშავებული ფორმულარი უნდა შეავსოს, სადაც მიუთითებენ შინიდან გასვლისა და შესვლის დროს. თუ სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსზე შორს წასვლა აუცილებელია [სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამსახურში წასასვლელად და ა.შ.], პირმა უნდა მიუთითოს სპეციალურ აპლიკაციაში სად, რა მიზნით, რამდენი ხნით მიდის და როდის ბრუნდება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდა და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების მილიონ სამასი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთში, დღევანდელი მონაცემებით, covid 19-ით 36 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ვირუსით საფრანგეთში 2000-მდე ინფიცირებული დაიღუპა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 115 ათასამდეა.
საფრანგეთში დღეიდან იკეტება:
  • უმაღლესი სასწავლებლები
  • რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები
  • ევროპის გარე საზღვრები
არ იკეტება:
  • საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას
  • ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები
  • პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები
  • მუნიციპალური პარკები
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე უნდა გადავიდეს.
კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს ქვეყნის ხელისუფლება ყოველ 15 დღეში ერთხელ გადახედავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: