სიახლეები

დამყარდეს მშვიდობა – სომხური დიასპორის აქცია ბათუმში [ფოტო]

26.10.2020 • 1462
დამყარდეს მშვიდობა – სომხური დიასპორის აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა 25 ოქტომბერს აქცია გამართეს სომხეთის საკონსულოსთან. აქცია ბოლო თვეში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებოდა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, მალე დამყარდეს მშვიდობა და შეჩერდეს აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია ყარაბაღის მოსახლეობაზე,“  – ამბობს არტურ ოგანესიანი, აჭარის სომეხთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი.

აქციის ორგანიზატორი აჭარის სომხური დიასპორა იყო.

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში

 

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/491869/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: