მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ საარჩევნო რეკლამაში 8 მილიონი ლარი დახარჯა

24.10.2020 • 888
„ოცნებამ“ საარჩევნო რეკლამაში 8 მილიონი ლარი დახარჯა

„ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 10 მილიონი ლარი მიიღო მიიღო, აქედან 8 მილიონი წინასაარჩევნო რეკლამაში დახარჯა, ხოლო 39 888 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გადაუხდია – ეს ინფორმაცია სახელწიფო აუდიტის შუალედურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც 12 ოქტომბრის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს. ექვსმა პარტიამ, ჯამში, რეკლამისთვის უკვე 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საარჩევნოდ.

სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად სამშენებლო კომპანიები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად.

შემოწირულობის მიმღებთა შორის თანხის ოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა ახალდაფუძნებული პარტია „ლელო“, თუმცა „ოცნებისგან“ განსხვავებით ამ პარტიას შრომის ანაზღაურების სახით გაცილები მეტი დაუხარჯავს – ლელოს შემოწირულობები 2 მილიონ 599 290  ლარია, საიდანაც რეკლამისთვის 1 მილიონ 793 ათას 441 ლარი დაუხარჯავს, ხოლო შრომის ანაზღაურების სახით, 242 942 ლარი აქვს გაცემული პარტიას.

შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: პარტიას 2 მილიონ 295 309 ლარი შესწირეს, აქედან 1 მილიონ 864 982 რეკლამისთვის დახარჯეს, შრომის ანაზღაურებისთვის კი 9 523 ლარი გაუციათ.

2 მილიონ 015 505 ლარი მიიღო შეწირულობის სახით „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“, აქედან 1  მილიონ 773 088 ლარი რეკლამისთვის დახარჯეს, ხოლო 3 824  შრომის ანაზღაურებისთვის.

შემდეგ მოდის „პატრიოტთა ალიანსი“ – პარტიამ შეწირულობის სახით 1 მილიონ 886,805  ლარი მიიღო, აქედან 953 478 რეკლამისთვის გამოიყენა.

1 646 295 ლარი შეწირეს „ევროპულ საქართველოს“, პარტიამ თითქმის სრული თანხა – 1 მილიონ 634 575 ლარი რეკლამისთვის გამოიყენა.

სხვა პარტიების მონაცემები, კი რომელთა შეწირულობები შედარებით მცირეა ასე გამოიყურება:

საერთო ჯამში, პარტიებმა შეწირულობების სახით 22 მილიონ 973 913 ლარი მიიღეს. 2020 წლის არჩევნებში სულ 62 სუბიექტი, 49 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და 11 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: