მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19

22.10.2020 • 1192
საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19

იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

„აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი.

მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და სადაც გაძლიერებული კონტროლია აუცილებელი. აკრძალვა შაბათიდან ამოქმედდება.

ჩრდილოეთ საბერძნეთის ყველაზე მაღალი რისკის ორ რეგიონში შეზღუდვები ადგილობრივად უკვე გამოცხადებული იყო, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთით მდებარე სხვა პროვინციები და ატიკას რეგიონი, სადაც ათენი მდებარეობს.

22 ოქტომბერს, დილით, საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირების 882 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც  ოთხშაბათის მაჩვენებლის შემდეგ ქვეყნის ახალი პიკია, როცა ქვეყნის მასშტაბით 865 ადამიანი იყო ინფიცირებული.

საბერძნეთს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, Covid19-ით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ბოლო მონაცემებით საბერძნეთში კორონავირუსის 28 216 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 549  და გამოჯანმრთელდა 9 989 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: