მთავარი,სიახლეები

კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია, საქმეების 90%-ზე მეტი გაუხსნელი რჩება

22.10.2020 • 2141
კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია, საქმეების 90%-ზე მეტი გაუხსნელი რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია.

2018 წელს პოლიციამ სულ 1051 კომპიუტერული დანაშაული დაარეგისტრირა, 2019 წელს – 1611, ანუ 53%-ით მეტი, 2020 წელს კი, მხოლოდ იანვარ-აგვისტოში დარეგისტრირდა 1543 კიბერდანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26.17%-ით აღემატება.

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. ამ  ორგანოს ევალება კიბერსივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

კიბერდანაშულის სტატისტიკა ბათუმელები

 

საქართველოს კანონმდებლობით კიბერდანაშაული, იგივე კომპიუტერული დანაშაული, ისჯება სისხლის სამართლის სამი მუხლით:

  • 284 – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ან მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა შესაძლოა 5 წლამდე გაიზარდოს;
  • 285 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება ანუ კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა სსკ-ის კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
  • 286 კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რაც მოიცავს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას, წაშლას, შეცვლას ან დაფარვას, და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კიბერდანაშულის სტატისტიკა ბათუმელები

მნიშვნელოვანია, რომ მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, გახსნილი საქმეების პროცენტული წილი ყოველ წელს კლებულობს, მაგალითად, 2017 წელს – 36.73%, 2018 – 8.75%, 2019 – 5.31%, 2020-ის აგვისტოს მონაცემებით, კი – 4.86%.

კიბერდანაშულის სტატისტიკა ბათუმელები

იხილეთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზოგადი ინსტრუქციები ინტერნეტრესურსებით უსაფრთხო სარგებლობის შესახებ:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: