დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი HMS DRAGON-ი შემოვიდა. გემი პორტში სამ დღეს დარჩება.
“HMS DRAGON-ი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელია მსოფლიოში. საჰაერო სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით მას ბადალი არ ჰყავს,” – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოში შემოსვლამდე სამხედრო გემი უკრაინაში იმყოფებოდა.