დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 4358 პირს მკურნალობენ – ამის შესახებ დღეს, დილას ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა. „აქტიური ქეისი გახლავთ 4358“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 9 მათგანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.
ენდელაძემ ასევე ისაუბრა რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევების განაწილებაზე. დღევანდელი მონაცემები ასეთია:
- აჭარა – 348
- თბილისი – 99
- იმერეთი – 59
- სამეგრელო -ზემო სვანეთი – 19
- მცხეთა-მთიანეთი – 10
- შიდა ქართლი – 4
- კახეთი – 3
- გურია – 3
დანარჩენ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების ერთეული შემთხვევებია დადასტურებული.
სულ საქართველოში ბოლო 24 საათში 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.