მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 ოქტომბრის მონაცემები

02.10.2020 • 1105
კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

საქართველოში, 2 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 7093 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3714 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დიაგნოზით სულ გარდაიცვალა 43 ადამიანი.

ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი. 

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: