მთავარი,სიახლეები

კანადაში პირველი პრემიერის ძეგლი ჩამოაგდეს, მას ინდიელთა გენოციდში ადანაშაულებენ

31.08.2020 • 1400
კანადაში პირველი პრემიერის ძეგლი ჩამოაგდეს, მას ინდიელთა გენოციდში ადანაშაულებენ

მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტებმა კანადაში ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯონ მაკდონალდის ძეგლი ჩამოაგდეს, რომელსაც ადგილობრივი ინდიელების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებასა და კულტურულ გენოციდში ადანაშაულებენ.

სოციალურ ქსელებში ძეგლის ჩამოგდების ამსახველი კადრები ვრცელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვებეკის პროვინციის მმართველი, ფრანსუა ლეგო ინცინდენტს მიუღებელს უწოდებს. „ჩვენი ისტორიის ნაწილის განადგურება გამოსავალი არ არის”, – ამბობს ფრანსუა ლეგო.

კანადური გამოცემების ცნობით, აქციის მონაწილეთაგან არავინ დაუკავებიათ.

ჯონ მაკდონალდი კანადის პრემიერ-მინისტრი 1873-1891  წლებში იყო, ისტორიაში ის შევიდა კანადის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის და ერის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილის შემტანი რეფორმატორი. ამასთანავე ის იყო ინდიელთა ბავშვებისთვის სკოლა-ინტერნატების გახსნის ინიციატორი. ამ სისტემამ 100 წელი იმუშავა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ცოტა 150 ათასი ბავშვი წაიყვანეს ინდიელთა ოჯახებიდან ძალით სახელმწიფო სკოლა-ინტერნატებში სასწავლებლად. იყო ძალადობისა და ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ბავშვებს ეკრძალებოდათ თავიანთ ენაზე საუბარი და კულტურის მიმდევრობა. 2015 წელს კანადის ხელისუფლებამ იმდროინდელი მოვლენები ოფიციალურად აღიარა კულტურულ გენოციდად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: