აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, 16 აგვისტოს მდგომარეობით, სულ 1 366 განაცხადი იყო შესული, საიდანაც დადებითი პასუხი 1 018-მა პირმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, დროებითი წესით 600-მდე მოქალაქემ უკვე ისარგებლა და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში.
[დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე]
თურქეთში გადასვლის ნებართვის მისაღებად კი [რეგისტრაციისათვის] პირმა თან უნდა იქონიოს:
- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა;
- მიწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე;
- მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
- აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი.
გაითვალისწინეთ, ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია.
როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – ასევე ვის უნდა მიმართოთ, თუ რეგისტრაციას ვერ ახერხებთ ან დადებითი პასუხი ვერ მიიღეთ? – ამ დეტალებზე პასუხის მისაღებად გადადით ბმულზე:
როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]