მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი მძღოლი დაინფიცირდა – 30 ივლისი

30.07.2020 • 1386
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი მძღოლი დაინფიცირდა – 30 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ინფიცირებულია მძღოლი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.

მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.

ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 15 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ კლინიკამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია.

ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 პირი.

__________________________________________

ბოლო ოფიციალური მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1160
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 935
  • გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6489
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

გადაბეჭდვის წესი


ასევე: