მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში

18.07.2020 • 1302
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში

ახალგაზრდა კაცს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა, ის ამ ხნის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა. ამჟამად, ახალგაზრდა კაცი გადაყვანილია კლინიკაში და მკურნალობა უტარდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი მთლიანობაში 31 440 პირს ჩაუტარდა, 18 ივლისის მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1974 პირი. კარანტინი დატოვა 11068-მა პირმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: