ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე აკადემიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია.
რას გეგმავს საზღვაო აკადემია – ტენდერის მიხედვით მიმწოდებელს ევალება:
[checklist]
- კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბალანსზე რიცხული ორსართულიანი შენობის [საერთო ფართობი 1015.5 კვ.მ] გამაგრება/გაძლიერება/რემონტის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა [შენობის მე-2 სართულზე უნდა განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი].
- საპროექტო დოკუმენტაციაში გათვლისწინებული უნდა იყოს აკადემიის ძირითადი კორპუსისა და აღნიშნული ორსართულიანი შენობის დაკავშირება გადასასვლელით [კორიდორით];
- აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ 430,3 კვ.მ ერთსართულიან შენობაზე [სასწავლო საამქროები] დამატებითი ფართობის დაშენების [სტუდენტური სივრცის მოწყობის მიზნით] და ორივე სართულის გამაგრება/გაძლიერება/რემონტის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
- დაახლოებით 450 კვ.მ-ზე მრავალფუნქციური ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნის [ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, ასევე დაახლოებით 100 მაყურებლამდე ტრიბუნის პროექტირება] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
- მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისა და მრავალფუნქციური მოედნის მიმდაბარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
[/checklist]
პროექტის საბოლოო ვერსია შეთანხმებული უნდა იქნეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.
ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვისათვის და შემსყიდველს უნდა მიაწოდოს შეთანხმებული პროექტი მშენებლობის გამცემი უწყებებიდან [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ან/და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია], ასევე მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებს გავლილი უნდა ჰქონდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზა და გაცემული უნდა იყოს დადებითი საექსპერტო დასკვნა“.