მთავარი,სიახლეები

სტრასბურგის მერად სომხური წარმომავლობის ეკოლოგი, ჟანა ბარსეგიანი აირჩიეს

29.06.2020 • 1897
სტრასბურგის მერად სომხური წარმომავლობის ეკოლოგი, ჟანა ბარსეგიანი აირჩიეს

საფრანგეთში, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში, სტრასბურგის მერად 39 წლის ეკოლოგთა კანდიდატი, ჟანა ბარსეგიანი აირჩიეს, რომელმაც ამომრჩევლების ხმათა 41,71%-ით გაიმარჯვა ქალაქის მერობის მეორე კანდიდატზე, 51 წლის ალენ ფონტანელზე – ეს უკანასკნელი მაკრონის პარტიის LREM (La République En Marche) კანდიდატი იყო და ხმათა 34,96% მიიღო.

ეკოლოგი და იურისტი ჟანა ბარსეგიანი ეკოლოგთა პოლიტიკური პარტიიდანაა EELV (Europe Écologie Les Verts). ის სტრასბურგის მერი 6 წელი იქნება. ჟანა ბარსეგიანი სტრასბურგის წინა მერს, როლან რაისს შეცვლის.

„შთამბეჭდავი მწვანე ტალღა“ – ასე უწოდებს გამოცემა Le Figaro საფრანგეთის 2020 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგებს, რადგან დიდ ქალაქებში, როგორიც მარსელი, ლიონი, ბორდო და სტრასბურგია, მერებად სწორედ ჟანა ბარსეგიანის ეკოლოგთა პარტიის კანდიდატები აირჩიეს.

მარსელის მერი მიშელ რუბიროლა იქნება, ლიონის – გრეგორი დუსე, ბორდოს კი პიერ ურმიკი უხელმძღვანელებს.

ჟანა ბარსეგიანისა და მისი თანაპარტიელების საარჩევნო პროგრამებში ძირითადი აქცენტები ქალაქების გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე იყო გამახვილებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: