განათლება,მთავარი,სიახლეები

თუ სკოლა უცხოეთში ან 2011 წლამდე დაამთავრე – დამატებითი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

22.06.2020 • 1705
თუ სკოლა უცხოეთში ან 2011 წლამდე დაამთავრე – დამატებითი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)  წარდგენის ვადა გაიზარდა 20 აგვისტოს ჩათვლით.

„ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა  ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს“.

ასევე, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დოკუმენტების, ცნობის აღიარების შემდეგ, აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინოს.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით“.

ამავე წყაროს ცნობით, 2020  წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: