მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ ბათუმის მერიაში ტროტუარზე პარკინგის მოწყობის გამო

04.05.2020 • 2458
რას ამბობენ ბათუმის მერიაში ტროტუარზე პარკინგის მოწყობის გამო

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, #14 საბავშვო ბაღის წინ, პარკინგის მოწყობის სამუშაოები უნებართვოდ შპს „ნიკალამ“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში დაგვიდასტურეს.

ბათუმის მერიის ინსპექციის ინფორმაციით, კომპანია გააფრთხილეს და დღის ბოლომდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ ტროტუარს პირვანდელი სახე დაუბრუნოს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.“

ტროტუარზე პარკინგის მოწყობის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დღეს, 4 მაისს, ფესიბუქის პირად გვერდზე მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ გაავრცელა.

ბათუმის მერიაში დღეს თქვეს, რომ არ იციან, ბათუმში ტროტუარზე პარკინგის მოწყობის შესახებ.

ბათუმში მოქალაქეებმა ტროტუარები მიიტაცეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: