3 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.
4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა.
ეს ქალაქებია:
ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც.
ნახეთ სხვა შეზღუდვების შესახებ:
თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილების გადაადგილება იზღუდება, სავალდებულოა პირბადის ტარება
___________________
მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU