„დაფიქსირდა საგანგებო რეჟიმის დარღვევის რამდენიმე ფაქტი, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს პერიოდულად… მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შეზღუდვებს და მაქსიმალურად შეეცადონ არ დაარღვიონ საგანგებო რეჟიმის პირობები“, – განაცხადა დღეს, 1-ელ აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა.
კოტე ანანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგის დროს დღეს არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. თერმოსკრინინგით ამოწმებენ მოქალაქეებს და ავტომანქანებს ბლოგ-საგუშაგოებზე.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ასევე თქვა, რომ 24 საათის განმავლობაში აკონტორლებენ როგორც ბათუმს, ასევე სოფლებს.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით 21 მარტს გამოცხადდა. 31 მარტიდან კი მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილების შეზღუდვასაც გულისხმობს როგორც ქვეითებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
გუშინ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 ადამიანი დაჯარიმდა. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმის პირობების 60 შემთხვევა დაფიქსირდა.