გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 756 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის აფეთქებიდან დღემდე იტალიაში სულ 10 779 ადამიანია გარდაცლილი.
29 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 97 689 ადამიანია ინფიცირებული. მათგან ბოლო 24 საათში ვირუსი 3 851 ადამიანს დაუდასტურდა.
646 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთლებულთა ოდენობა 13 030-მდე გაიზარდა.