მთავარი,რეკლამა,სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „ანრიში“- „უცხო ენების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“

28.02.2020 • 2564
საერთაშორისო კონფერენცია „ანრიში“- „უცხო ენების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრისა და აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით 18 19 და 20 ივნისს იმართება საერთაშორისო კონფერენცია – „უცხო ენების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“.

გეპატიჟებით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის მიზანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება უცხო ენების გავლენის მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც აკადემიურ პერსონალს ასევე სტუდენტებსაც.

გარადა ამისა გაცნობებთ, რომ 2020 წელი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრისათვის არის საიუბილეო 20 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით მოხარულნი ვიქნებით თუ დაესწრებით ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

კონფერენცია გაიმართება ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის საკონფერენციო დარბაზში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ლია ფარტენაძე
განათლების ხარისხის სპეციალისტი
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: (+995) 593 32 29 32
ელ-ფოსტა: l.phartenadze@mtc-anri.edu.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: