გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში – 17, 18 და 19 თებერვალს ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ძირითადად მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდი იქნება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 7-12 გრადუსი
- ღამით: 0-5 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 2-7 გრადუსი სითბო
- ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში წვიმიანი დღეები მოსალოდნელია 23 თებერვლიდან.
______________
ფოტო: „ბათუმელები“