აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მონაცემები ხასიათდება მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით:
- 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 415-ს, რაც თითქმის 77 ერთეულით აღემატება წინა [2019 წლის დეკემბრის ბოლო] კვირის მონაცემს [338].
- გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ კი, 2020 წლის პირველი კვირის განმავლობაში, რეგიონში შეადგინა 82, რაც 47 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის ჰოსპიტალიზაციის რიცხვზე [129].
ცენტრის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ შემთხვევათა კლება იმის მაჩვენებელია, რომ ნაკლებადაა გართულებები.
აჭარაში, ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის B, A/H1 და A/H3 ქვეტიპები, სხვა რესპირაციული ვირუსებიდან კი ცირკულირებდა: Rhinovirus, Bocavirus და Adenovirus.
ამ თემაზე:
აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა