მთავარი,სიახლეები

შუახევის მერიასთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

05.12.2019 • 1874
შუახევის მერიასთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს განცხადებით, შუახევში, მერიასთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

ინციდენტში შუახევის მერის მოადგილე მონაწილეობდა, მან საპროტესტო აქციის მონაწილეს, ხათუნა ბერიძეს, თმა მოქაჩა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც მთავარმა არხმა გაავრცელა. შემთხვევა გუშინ, 4 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები მერიის წინ აქციას მართავდნენ.

________

ფოტოზე: სქრინი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: