მთავარი,სიახლეები

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

24.11.2019 • 2250
სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

2 წელი გავიდა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან. სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ტრაგედიის ადგილას დღეს, 24 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და ქალაქის მერი იმყოფებოდნენ. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით მათ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ლეოგრანდის საქმეზე“ საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო. გამოძიებამ ბრალი ამ სასტუმროს ტექნიკური მენეჯერს ფათიჰ იავუზს და საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს წარუდგინა.

„ლეოგრანდის“ საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი 2018 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

ამ თემაზე:

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას ახალი სახელით – „ველმონდი“ – აგრძელებს. სასტუმროს შენობაში მუშაობს კაზინო „ლეოგრანდიც“. კაზინოს სახელწოდება არ შეცვლილა.

მთავარი ფოტო: სასტუმრო „ველმონდთან“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] 2019 წლის 24 ნოემბერი / ფოტო: აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: