მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

18.11.2019 • 1637
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 18  ნოემბრის  21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12-17 გრადუსი 
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 17.2 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 2-7 დმ  – 1-2 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: