მთავარი,სიახლეები

გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

16.11.2019 • 1267
გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები  შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია.

„ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავდნენ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ დღეს, 14 ნოემბერს, უთხრეს, რომ სამუშაოები გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეჩერებული: „მაქ დაყარეს მიწა და მოსწორებას ელოდებოდნენ“.

„აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა [სკვერი, ტროტუარი] – მომდევნო კვირაში დასრულდება“, – აცხადებენ სამმართველოში.

ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე სკვერი / ბათუმის მერიის ინფორმაციით სამუშაოები აქ უახლოეს პერიოდში განახლდება

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ „ჭაობში“ რამდენიმე ქუჩის [მათ შორის გურამიშვილის ქუჩის] მოწესრიგებაზე ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 2019 წლის 25 თებერვალს გააფორმა 6 293 513 ლარზე. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის 2 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე:

ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: