გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია [UNESCO], 14-იდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს თემაზე – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.
პროექტი ხორციელდება „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარებას“ ფარგლებში.
„აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“ – საკონკურსო ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტისა და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.
ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.