მთავარი,რეკლამა,სიახლეები

The King’s and Queen’s Club-ი ინგლისური ენისა და კრიტიკული აზროვნების გასაუმჯობესებლად 

27.09.2019 • 4226
The King’s and Queen’s Club-ი ინგლისური ენისა და კრიტიკული აზროვნების გასაუმჯობესებლად 

„უფრო მეტი, ვიდრე წიგნის კლუბი“- ამ დევიზით English Book Education-მა სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისურენოვანი წიგნების კითხვის კლუბი შექმნა. კლუბის მთავარი მიზანია, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა უნარ-ჩვევა: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, დებატებში ჩაბმა. ეს ყველაფერი მოსწავლეს ინგლისური ენის დონის ამაღლებაში ეხმარება.

რა არის The King’s and Queen’s Club?

The King’s and Queen’s Club – ასე ჰქვია English Book Education-ის წიგნის კლუბს, რომლის დახმარებით სკოლებსა და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეავსონ პირადი ბიბლიოთეკები ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურით.

„ჩვენ დავინახეთ პრობლემა, რომ სკოლებში არ არსებობს სრულყოფილი ბიბლიოთეკები. ამიტომ გვინდოდა დაგვეწყო პროექტი, რომელიც შექმნიდა სკოლებში ბიბლიოთეკებს და არსებობის შემთხვევაში გააუმჯობესებდა მათ,“- ამბობს კლუბის ადმინისტრაციული ოფიცერი დავით წერეთელი.

კლუბში მოსწავლეები ორ კატეგორიად იყოფიან: მეხუთედან მერვე კლასის და მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეები საჩუქრად იღებენ შვიდ ინგლისურენოვან წიგნს, რომლებსაც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კითხულობენ ყოველთვიურად. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ინიშნება შეხვედრა უცხოენოვან მოდერატორთან. თითოეულ სესიაზე წაკითხული წიგნის განხილვა და კრიტიკული ანალიზი მიმდინარეობს.

კლუბის წევრები ასევე მონაწილეობენ „ქვიდიჩის“ ინტელექტუალურ შეჯიბრში და აქვთ სპეციალური შეთავაზება საზაფხულო სკოლაზე, რომელსაც წიგნის კლუბი წმინდა გიორგის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, წაიკითხონ ათი ადაპტირებული წიგნი. თითოეული წიგნი არის მორგებული მათ ასაკზე და ინგლისური ენის დონეზე. ამ საფეხურზე მყოფი ბავშვებიც ანალოგიური პრინციპით ესწრებიან შეხვედრებს და წიგნებთან ერთად იღებენ სხვადასხვა საჩუქრებს წიგნის კლუბისგან.

უცხოელი სპიკერის მთავარი ამოცანაა, წიგნის გარშემო არსებული ყველა შეკითხვა მოსწავლეებთან ერთად ამოწუროს და დაეხმაროს მათ, გამოხატონ საკუთარი პოზიცია მათთვის საინტერესო თემებზე.

 „სესიები არის ინტერაქტიული და ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში, მათ შორის არის კრიტიკული აზროვნება. აღსანიშნავია, რომ ენის ცოდნას იუმჯობესებენ ოთხივე კომპონენტში: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. რაც მთავარია, ისინი სწავლობენ დისკუსიას,“ – ამბობს დავით წერეთელი.

ქვიდიჩის ინტელექტუალური თამაში

English Book Education-ის ინიციატივით ქვიდიჩის ინტელექტუალური თამაში 2016 წლიდან იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, ქართლი). თითოეული რეგიონიდან გამარჯვებული ფინალისტი მიემგზავრება თბილისში სუპერფინალზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი ქვიდიჩის ინტელექტუალურ შეჯიბრში.

2019 წელს ქვიდიჩის ინტელექტუალური შეჯიბრი და The King’s and Queen’s Club-ი გაერთიანდა. რაც ნიშნავს, რომ კლუბის ყველა წევრი ავტომატურად ხდება ინტელექტუალური თამაშის მონაწილე.

თამაშის სტრუქტურის თანახმად, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებიან ერთმანეთს გუნდურად. გუნდი შედგება 5 მონაწილისგან. თამაშის თითოეული ეტაპი შედგება 10 ძირითადი კითხვისაგან. შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ზოგადი განათლება და ლოგიკური მსჯელობა. რაც ყველაზე მთავარია, თამაში ანვითარებს გუნდური მუშაობის უნარს და ლოგიკურ აზროვნებას.

როგორც კლუბის კოორდინატორი, მიხეილ ოტიაშვილი ამბობს, პირველი ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ლეპტოპებს, მეორე ადგილის – პლანშეტებს, მესამე ადგილის – ელექტრონული წიგნების წამკითხველებს, მეოთხე ადგილის – უფასო TOEFL გამოცდებს, მეხუთე ადგილის კი – წიგნებს.

როგორ გავხდეთ კლუბის წევრი

კლუბში რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.kingsnqueens.co.uk) საშუალებით ან საჯარო თუ კერძო სკოლებში, სადაც მოსწავლეებს თავად English Book Education-ის წარმომადგენლები დაარეგისტრირებენ.

მკითხველთა კლუბის ჯგუფები ორ კატეგორიად იყოფა:

[checklist]

  • 5-8 კლასი – ერთი აკადემიური წელი ერთჯერადად 120 ლარი.
  • 9-12 კლასი – ერთი აკადემიური წელი ერთჯერადად 90 ლარი.

[/checklist]

ამასთანავე, წიგნის კლუბის ყველა წევრს წელს საჩუქრად გადაეცემა საზაფხულო სკოლის ფასდაკლებაც – 1700 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 350 ლარს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მოსწავლეები გაივლიან საუნივერსიტეტო საგნებს. ეს მათ დაეხმარება მომავალში აირჩიონ სასურველი პროფესია.

 „საზაფხულო სკოლა ბავშვებს ეხმარება დაგეგმონ საკუთარი მომავალი და გააკეთონ პროფესიული არჩევანი. დაესწრონ ცნობილი უნივერსიტეტების ლექტორების ლექციებს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ფილოსოფია, მათემატიკა, პოლიტიკა, ხელოვნება და ბიზნესი, რაც მათ საშუალებას აძლევს, წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, თუ სამომავლოდ უნივერსიტეტში რას ისწავლიან,” – ამბობს კლუბის კოორდინატორი მარიამ სამხარაძე.

რეგისტრაციისთვის ასევე შესაძლებელია დაუკავშირდეთ English Book Education-ის წარმომადგენლებს:

[checklist]

  • მარიამ სამხარაძე, The King’s and Queen’s Club – ის პროექტის კოორდინატორი; E-mail: m.samkharadze@englishbook.co.uk; მობ.: 555 523 850; ტელ.: +995 (0) 322 00 12 44 | EXT: 1017;
  • მიხეილ ოტიაშვილი, The King’s and Queen’s Club – ის პროექტის კოორდინატორი; E-mail: mikha.otiashvili@englishbook.co.uk; მობ.: 571 800 124; ტელ.: +995 (0) 322 00 12 44 | EXT: 1028;
  • დავით წერეთელი, The King’s and Queen’s Club – ის ადმინისტრაციის ოფიცერი; E-mail: d.tsereteli@englishbook.co.uk ; მობ.: 558 143 414; ტელ.: +995 (0) 322 00 12 44 | EXT: 1029;
  • მის.: თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N92.

[/checklist]


English Book Education-ის შესახებ:

English Book Education დაარსდა 2007 წელს. ის აერთიანებს ექვს სექტორს: 1. დაწყებითი და საშუალო განათლება, 2. უმაღლესი განათლება, 3. მასწავლებლების პროფესიული განვითარება, 4. ინგლისური ენის ცენტრი Unique Learning, 5. საერთაშორისო გამოცდები (TOEFL), 6. The king’s and Queen’s Club.

English Book Education-ის საგანმანათლებლო და პერსონალური განვითარების პაკეტი შეიცავს რესურსებსა და გამოცდილებას მსოფლიოს წამყვანი გამომცემლების (Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press and Cambridge University Press), რომლებიც შესაბამისობაშია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან. English Book Education-ის მიზანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სკოლებსა და უნივერსიტეტებს) მიაწოდოს ყველა საჭირო რესურსი, რომელიც თანხვედრაში იქნება მათ საჭიროებებთან.

გადაბეჭდვის წესი