თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იწყებს კამპანიას ერთ ოჯახში მცხოვრები 12 ბავშვის მხარდასაჭერად. 6 ბიჭსა და 4 გოგოს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ აქვთ, ამიტომ ბავშვები 15 სექტემბერს სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ.
ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან და შემდეგ კლასებში სწავლობენ: მე-2, მე-3, მე-6, მე-8, მე-9.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ერთ-ერთი მენეჯერი, ქეთი ადეიშვილი აცხადებს, რომ ვისაც სურს და შეუძლია ამ ბავშვებს სასკოლო ინვენტარი ან ტანსაცმელი შეუძინოს, მიმართოს ორგანიზაციას მისამართზე – ბათუმი, მემედ აბაშიძის #48.
ბავშვები აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ.