მთავარი,სიახლეები

ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის

09.09.2019 • 2364
ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი TCG SANCAKTAR-ი შემოდის. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები გაივლიან სწავლებას, რომელიც მათ გემისა და ნაოსნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

სტუდენტები წვრთნებს გაივლიან სანავიგაციო, ტექტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით.

ბათუმში თურქეთის საკუნსულოს ინფორმაციით, წვრთნებში 263 სტუდენტი მონაწილეობს. სწავლების ფარგლებში ვიზიტები დაგეგმილია შავის ზღვის აუზის ქვეყნების ნავსადგურებში: ერეღლი/თურქეთი, ბათუმი/საქართველო, კონსტანცა/რუმინეთი და ვარნა/ბულგარეთი.

ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 11:30 წუთზე. ცერემონიას დაესწრებიან თურქეთის კონსული ბათუმში და ოფიციალური პირები აჭარის მთავრობიდან.

გემი ბათუმში 12 სექტემბრამდე დარჩება. მსურველებს გემის დათვალიერების შესაძლებლობაც ექნებათ.

წვრთნები სანაპირო დაცვასთან ერთად ჩატარდება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: