მთავარი,სიახლეები

ვინ გახსნის კაფეს „რვაფეხაში“

07.09.2019 • 2225
ვინ გახსნის კაფეს „რვაფეხაში“

რეაბილიტირებული კაფე „ფანტაზია“, იგივე  „რვაფეხა“ ბათუმში უფუნქციოდაა. მთავრობამ დაზუსტებით  ჯერ არ იცის, რა ფორმით და პირობით გაასხვისებს მას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ოპტიმალურ ვარიანტს განიხილავს რვაფეხას გასაცოცხლებლად. მან არ უარყო ისიც, რომ შესაძლოა შენობა მთავრობამ პირობიანი აუქციონის ფორმით გაასხვისოს. მისივე თქმით, დღის წესრიგში რჩება „რვაფეხაში“ სტუდენტური კაფეს მოწყობის საკითხიც, თუმცა ჯერ დაზუსტებული გადაწყვეტილება არ ვიცით.

21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად.

ფოტო: თედო ჯორბენაძე

კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: