მთავარი,სიახლეები

ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე

07.09.2019 • 2932
ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში.

დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – 3 722 ვიზიტორი და მეჩვიტმეტეზე – კინტრიშის დაცული ტერიტორიები 2 821 ვიზიტორით.

2019 წლის იანვარი-ივნისი / წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 2018 წელს მთლიანობაში 1 108 503 ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი, როგორც სააგენტოს სტატისტიკიდან ჩანს, მზარდია 2012 წლიდან:

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა რაოდენობის პირველ ხუთეულში შედიან რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, ემირატები და უკრაინა.

მთავარი ფოტო: პრომეთეს მღვიმე, სოფიო ლომიძის ფოტო

ამ თემაზე:

რა შედეგები გამოიწვია დაცულ ტერიტორიებზე ფასების გაზრდამ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: