10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ, რიგით მეხუთე „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.
თაფლის ფესტივალი 10 აგვისტოს დღის 4 საათზე დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 10 საათამდე, ხოლო 11 აგვისტოს – დილის 12 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 7 საათამდე.
[checklist]
- ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ჯარას“ ტრადიციული მეფუტკრეობა და ჯარას თაფლი;
- სტუმრებს 2 დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა;
- მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება მეფუტკრეების მასტერკლასები; იქნება გასართობი ღონისძიებები, მუსიკალური გაფორმება და შოუპროგრამები ბავშვებისათვის.
[/checklist]
თაფლის ფესტივალი ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება.