მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვართან შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება

07.08.2019 • 2388
ბათუმის ბულვართან შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, 9 აგვისტოს ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ერთი ადგილი სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.

„2019 წლის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გამოსაცვლელი. შეძენილია ადაპტირებული ტივტივა ეტლები, რომლითაც სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟის გახსნის ღონისძიება 9 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება,“ – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის 5  საცურაო ეტლი-სავარძელი ბულვარმა 39 880 ლარად შეიძინა.

 
მთავარი ფოტო: ადაპტირებული პლაჟი ბულვარის სანაპიროზე / ფოტო: „ბათუმის ბულვარი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: