26 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაიტაცეს სამასი ლარი, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
27 ოქტომბერს კი, საღამოს 8 საათზე, ქობულეთის რკინიგზის სადგურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღეს. ჩვენივე ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა ჯიხურიდან დაახლოებით 15 ათასი ლარი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორთავე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ნიშნავს. ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს „ბათუმელები“ მოგვიანებით მოგაწვდით.