საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს.
ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.
კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს.
გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე.
კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი.
კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.
აფიშა ასე გამოიყურება:
- 2 აგვისტო – „ბათუმის ტალღა“(ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია), 2016; „გაიღიმე“, რუსუდან ჭყონია, საქართველო/საფრანგეთი/ლუქსემბურგი, 2012
- 3 აგვისტო – „ინსაიტი“, გია დიასამიძე, 2010 / ინსაიტი, ჟენია გორინ, საქართველო/რუსეთი, 2015; „ცისფერი მთები“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1983
- 9 აგვისტო – „საშიში დედა“, ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2017; „აღსარება“, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი/აშშ, 2017
- 10 აგვისტო – „სხვისი სახლი“, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/რუსეთი, 2017; „გაღმა ნაპირი“, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/ყაზახეთი, 2009
- 11 აგვისტო – „ნეილონის ნაძვის ხე“, რეზო ესაძე, საქართველო, 1985; „შემთხვევითი პაემნები“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/უკრაინა, 2014
- 23 აგვისტო – „ფიროსმანი“, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969; „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.
- 24 აგვისტო – მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- 25 აგვისტო – „მანდარინები“, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2016; მოკლემეტრაჟიანი ფილმები
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, პარტნიორები – ბათუმის ბულვარი და ბათუმის თოჯინების თეატრი.
_____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან