მთავარი,სიახლეები

„ბათუმი ევროპული ქალაქი“ – გამოფენა უფასო ყავითა და ღვინით

25.07.2019 • 1872
„ბათუმი ევროპული ქალაქი“ – გამოფენა უფასო ყავითა და ღვინით

27 ივლისს აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა – „ბათუმი ევროპული ქალაქი“. ფოტოებზე  ასახულია 1880-1921 წლების ბათუმი.

კერძოდ, გამოიფინება ფოტოებზე ასახული ბათუმში არსებული ევროპული ქვეყნების საკონსულოების შენობები და ამ პერიოდში მოღვაწე ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ევროპელების ფოტომასალები.

მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის დროს დაგეგმილია ჯინჭარაძის ქუჩის გადაკეტვა, სადაც გამოიფინება იმ პერიოდის ფოტოები და მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი. გამოფენა 14:00 საათზე გაიმართება.

„გვექნება უფასო ბათუმური ყავა და ღვინო, ღონისძიებას გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი“, – გვითხრეს მუზეუმის პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: