მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურსა და შუახევში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

25.07.2019 • 1245
ხელვაჩაურსა და შუახევში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

101 წიწვოვანი და 13 კაკლის ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი ხელვაჩაურსა და შუახევში გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ხეების ჭრა და შემდეგ მათი ტრანსპორტირებაც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.

შუახევის მუნიციპალიტეტში გარემოსდამცველებმა აღმოაჩინეს 2  დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროც.

დაწყებულია გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: