ქობულეთში, სოფელ გვარაში, 2 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.